პროექტები

2006
 "საზოგადოების მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში
მიზანი _  საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობასთან დაკავშირებით და მოქალაქეთა ადგილობრივი გადაწყვეტილებების მიღებაში ჩართულობის ზრდა.
პროექტმა მოიცვა 5 მაღალმთიანი სოფელი რომელშიც ჩართული იყო 150 - მდე ადამიანი. დაფინანსებული იქნა USAI D და  ურბანული ინსტიტუტი.
ბიუჯეტი _ 1721 ლარი, 2006.

2007
დემოკრატიისა და ეკონომიკის მხარდაჭერა საქართველოს რეგიონ გურიაში
პროექტი ითვალისწინებდა გურიის მცირე და საშუალო ბიზნესის, წარმომადგენლების კვალიფიკაციის და პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლებას ლიტვის ქალაქ პანევეჟისში. პროექტში ასევე  ჩართული იყო გურიის სამივე რაიონის მუნიციპალიტეტის და პრესის წარმომადგენლები. სულ პროექტში მონაწილეობდა 48 ადამიანი. „ლიტვის ეთიკისა და ლიდერობის რეგიონული ინსტიტუტი”.
ბიუჯეტი _ 4481 ლარი 2007 .


2008
მე ვიცი და ვიცავ ჩემს უფლებებს~ (კვალიციური)
ეს პროექტი განხორციელდაახალგაზრდა მეცნიერთა კლუბთანდასაქართველოს დემოკრატიულ განვითარების კავშირთანერთობლივად. ამ პროექტით ბავშვებმა  და არა მარტო მათ მიიღეს ისეთ საკითხებზე ცოდნა  და გამოცდილება როგორიცაა: საქართველოს კონსტიტუცია, ბავშვთა უფლებათა კონვეცია, საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ. და ას. პროექტში მონაწილეობა მიიღო 130 _ მდე სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლემ.  
დაფინანსებული იქნა ევროკავშირის კომისიის მიერ.
პროექტის ფარგლებში organizacias gadaeca erTi personaluri kompiuteri, 2008 w.

2008-2009
`განათლება ყველა ბავშვისთვის ხელმისწავდომი უნდა იყოს~ (კვალიციური)
_ პროექტი განხორციელდაახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან” (აპკ) ერთად, რომლის მიზანი იყო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების გამოკვლევა და შესწავლა, მათთვის განათლების მიღება ინკლუზიური სწავლების მეთოდით, ინტეგრაცია სხვადასხვა სკოლებში. პროექტის ფარგლებში მოკვლეულ და შესწავლილი იქნა 92 ბავშვი. მოკვლევის შედეგად გამოვლენილი პრობლემების მოსაგვარებლად ორგანიზაციაპროგრესისადააპკ”- მიერ მოხდა სოციალურად დაუცველი ფენების _ მათ შორის განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების ინტერესების დაცვა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მასშტაბით.
პროექტის მიზანი:
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში შშმ ბავშვთა რეინტეგრაციის ხელშეწყობა და აღნიშნული თემის პოპულარიზაცია საზოგადოებაში;
შშმ ბავშვთა 70% -ის ინტეგრაცია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში 2008 - 09 წლისათვის.
ინტერესების დაცვით მიღწეულ იქნა შემდეგი:
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 2009 წლის ბიუჯეტში გათვალისწიბეული იქნა 4 ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვის კვება _ 10,000 ლარი. ბავშვები იკვებებიან მათთვის საჭირი სპეციფიკური ცილაგამოცლილი საკვებით.
სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ 20 შშმ ბავშისათვის მომზადდა სასკოლო წიგნებით უზრუნველყოფის პროგრამა, რომელიც   დაფინანსდა 1,200 ლარით; ბავშვები წიგნებს მიიღებენ 2009 წლის ოქტომბრის თვიდან
• 12 სსსმ (სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოქონე) ბავშვი ჩაერთო სკოლის სასწავლო პროცესში, მათთვის მომზადდა ინდივიდუალური სასწავლო გეგმები;
განხორციელდა 20 შშმ  ბავშვის ინტეგრაცია აცპ სხვადასხვა კლუბებში (დებატ-კლუბი, ეკო-კლუბი და კომპიუტერული სასწავლო kursebi).

ჩვენმა ორგანიზაციამ  პროექტის ფარგლებში ჩაატარა და ორგანიზება გაუკეთა შშმ ბავშვების სოციალურ-ეკონომიკურ კვლევებს; მოამზადა პროგრამები სადაც ასახული იქნა შშმ ბავშვების და მათი ოჯახების საჭიროებები; მოახდინა კვლევების შედეგად გამოვლენილი პრობლემების ინტერესების დაცვა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, (აპკ) ერთად ასევე კოორდინაცია გაუწია შშმ ბავშვების მშობლებთან ჯგუფებში მუშაობას და სხვადასხვა შეხვედრების ორგანიზებას.

პროექტი წარადგინაახალგაზრდა პედაგოგთა კავშირმა”.
პროექტი დაფინანსებულია ფედერაციაგადავარჩინოთ ბავშვები”-ის მიერ.
პროექტის ხანგრძლივობა – 10 თვე, 2008-2009 წლები.
პროექტის ბიუჯეტიდან ორგანიზაცია პროგრესზე  გამოყოფილი იქნა _ 7548 ლარი.

2009-2010
შეზღუდულ შესაძლებლობების მქონე პირთა ხელშეწყობა, საზოგადოებაში ინტეგრაციითა და მათი საქმიანობების  პოპულარიზაციის გზით
 პროექტის მიზანი _ შშმ პირთა (13 - 40 წლამდე) გააქტიურება და ინტეგრაცია საზოგადეობაში და მათი  ჩართვა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

პროექტის განხორციელებაში ორგანიზაციაპროგრესთანერთად ჩართული იყო 4 სოფლის სათემო ახალგაზრდული ცენტრები: “გუბაზი”, კოხნარა”, “იმედი”, “ხევი” . 
პროექტის შედეგები და განხორციელებული აქტივობები
  • მომზადდა საჭიროებათა კვლევის შეფასების სპეციალური კითხვარი შშმ პირთათვის;
  • მოკვლეული იქნა დაბისა და ოთხი სოფლის (ხიდისთავი, ერკეთი, ხევი, კოხნარი) 53 მოზარდი და ზრდასრული  ბენეფიციარი 13 დან 40 წლამდე, ბინაზე ვიზიტით;
  • მომზადდა, მოკვლეულ შშმ პირთა მონაცემთა კომპიუტერული ბაზა _ კითხვარით, ანგარიშებითა და ფოტომასალით;
  • კვლევის მასალების ანალიზის საფუძველზე მომზადდა 26 შშმ პირის ინდივიდუალური განვითარების გეგმა;
  • კომპიუტერის შემსწავლელი კურსები, ორგანიზაციაპროგრესისადა სათემო ცენტრების ბაზაზე  გაიარა და შეისწავლა 16 შშმ პირმა
  • პროექტის ფარგლებში შეიქმნება 5 კაციანი საინიციატივო ჯგუფი სათემო ცენტრების წევრებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიერ
  • ტრენინგები ადვოკატირებასა და პროექტების წერაზე გაიარა 13 შშმ პირმა და სათემო ცენტრის 8  წევრმა, სულ 21 ადამიანმა.
  • საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადდა ორი პროექტი, რომელიც გაიგზავნა დასაფინანსებლად სხვადასხვა ფონდებში.
  • კვლევის შედეგები გადაეცა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობას.
  • იურიდიული კონსულტაციები ოზურგეთის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებისგან მიიღო _ 10 შშმ პირმა
  • ორგანიზაცია პროგრესის ოფისში მოეწყო შეზღუდული შესაძლებლობების თემაზე მომზადებული ფილმის  მეფე ხეიბარისჩვენება და სლაიდ შოუს ჩვენება შშმ გამოჩენილ ადამიანებზე.
  • ორგანიზაცია ,,პროგრესისბაზაზე არსებულმა კარლ პოპერის დებატ-კლუბის მოსწავლებმა ჩაატარეს საჩვენებელი დებატი რეზოლუციით _ ,,შშმ ბავშვთა უფლებები დაცულია?”
  • განხორციელდა  5 შშმ ბავშვის ინტეგრაციაპროგრესთანარსებულ არაფორმალურ კლუბებში _ ეკო-კლუბი, დებატ კლუბი.
  • საქართველოს კანონის _ ÄÆÙÖÃÖËÉ ÛÄÓÀÞËÄÁËÏÁÉÓ ÌØÏÍÄ ÐÉÒÈÀ ÓÏÝÉÀËÖÒÉ ÃÀÝÅÉÓ ÛÄÓÀáÄÁ, საფუძველზე მოვითხოვეთ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი და საწარმოო შენობების მშენებლობისას, სკვერებისა და ბილიკების მოწყობისას,  პანდუსით (ეტლით) მოსარგებლეთა ინტერესების გათვალისწინება.
 აღნიშნულ საკითხზე წარმოებული კამპანიისა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის შედეგად დაიწყო სკვერების, პარკების და სხვა მშენებლობების დროს  პანდუსით (ეტლით) მოსარგებლეთა ინტერესების გათვალისწინება.
მაგალითად: ნოდარ დუმბაძის სახელობის სკვერს და ჯანდაცვის ახალ მშენებარე კლინიკას გაუკეთდა პანდუსი,  ასევე ეტლით მოსარგებლეთა ინტერესები გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის მთავარი შესასვლელის, სარემონტო სამუშაოების პროექტში.
   პროექტი განხორციელდა პროგრამის "სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების ხელშეწყობა" ფარგლებში, მსოფლიო ბანკის სამოქალაქო საზოგადოების ფონდის  ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტი დაიწყო 2009 წლის მაისში  და დასრულდა 2010 წლის მარტში
პროექტის განხორციელებაზე დაიხარჯა _ 10560 ლარი.


2010
ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ”. 
(კუალიციური `სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბიროახალგაზრდულ ცენტრ `პროგრესი”)

მიზანი _ ამომრჩეველთა განათლება, ახალგაზრდებში აქტიური სამოქალაქო პოზიციის ფორმირებასა და პასუხისმგებლურ მიდგომას არჩევნებში მონაწილეობისადმი.
პროექტის ფარგლებში მოეწყო 25 მრგვალი მაგიდა ამომრჩევლებსა და საარჩევნო სუბიექტებს შორის, სათემო ცენტებში და ორგანიზაცია პროგრესისი ოფისში.
 დაფინანსებული იქნა _ `ღია საზოგადოება-საქართველოს” 2010 .

სამოქალაქო მონიტორინგი ცვლილებებისათვის (კვალიციური პროექტი _ “ახალგაზრდული ცენტრი პროგრესი”- ჩოხატაური; ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი _ ოზურგეთი; ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი” _ ლანჩხუთი)
მიზანი _ სამოქალაქო მონიტორინგსა და მოქალაქეთა ინტერესების დაცვაში თეორიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების გადაცემა ახლადშექმნილი ან განვითარების პროცესში მყოფი გურიის რეგიონში მოქმედი სამოქალაქო გაერთიანებებისათვის, სათემო ორგანიზაციებისა¬თვის და რეგიონული მედიასაშუალებების ახალგაზრდა ჟურნალისტებისათვის. ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში კონკრეტული საკითხების მონიტორინგის გეგმების შედგენა.
შედეგები:
- ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში ახლადშექმნილ და განვითარების პროცესში მყოფ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და რეგიონში მოქმედი მედიასაშუალებების ჟურნალისტებს ჩაუტარდათ სამი სხვადასხვა ტრენინგი. სულ 9 ტრენინგი შემდეგ თემებზე: `მონაწილეობითი სამოქალაქო მონიტორინგი~; `მოსახლეობის მონაწილეობა თვითმმართველობის განხორციელებაში~ და `სამოქალაქო ინტერესების დაცვა~;
- თითოეულ ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 12-12 მსმენელი თითოეული მუნიციპალიტეტიდან, სულ 36 მსმენელმა;
- პროექტის ფარგლებში თითოეულ მუნიციპალიტეტში ჩატარდა ოთხ-ოთხი საკონსულტაციო დღე, სულ 12, რომლებშიც მონაწილეობას მიიღო ზემოთ აღნიშნული 36 მსმენელმა.
დაფინანსებული იქნა _ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი 2010.


2011
მინანქრის სახელოვნებო წრე
მიზანი _ ახალგაზრდებისთვის პროფესიული უნარ ჩვევების შეძენით მათი თვითრეალიზების ხელშეწყობა, მინანქრის სახელოვნებო წრის შექმნითა და ფუნქციონირებით ორგანიზაციის ფინანსური  სტაბილურობის მიღწევა და აღნიშნული დარგის პოპულარიზაცია.
 
  • პროექტის ფარგლებში მომზადდ და მინანქრის ხელოვნება შეისწავლა  20-მა ახალგაზრდამ (მათ შორის 5 სოციალურად დაუცველი ფენიდან)
  • საოფისე კომპიუტერულ პროგრამები გაიარა  15 ახალგაზრდამ. (მათ შორის 5 სოციალურად დაუცველ ფენიდან)
  • დაიბეჟდეა 250 ცალი საპრეზენტაციო ფერადი ბუკლეტი, სადაც აღწერილია პროექტის მიზნები და მიღებული შედეგები
დაფინანსებულია _ მენეჯერული ინიციატივების ფონდი” (პოლონეთი); “საქარტვე;ოს სტრატეგიული კვლევებისა და განვიტარების ცენტრის” (საქართველო)
ბიუჯეტი _ 5565 ლარი, 2010-2011 .


2012
”ახალი გზა ახალი ნაბიჯებით 2012”
ახნიშნული პროექტი არის მიმდინარე, რომლის მიზანია საზოგადოებისა და ახალგაზრდების ინფორმაციული უზრუნველყოფით და არაფორმალური განათლებით, მოვახდინოთ მოსახლეობის სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და დავიცვათ სოციალურად დაუცველი ფენების ინტერესები.
პროექტის ფარგლებში ხორციელდება შემდეგი საქმიანობები:
  • მიმდინარეობს კომპიუტერული პროგრამების სწავლება;
  • ტარდება, საჯარო სკოლების მაღალი კლასის მოსწავლეთათვის და საბავშვო ბაღის პედაგოგებისთავის სემინარები, ეკო-პროდუქტებთან დაკავშირებით და მომხმარებელთა უფლებებზე;
  • მიმდინარეობს ტიხრული მინანქრის შემსწავლელი კურსები;
  • ტარდება უფასო იურიდიული კონსულტაციები.
დაფინანსებულია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ


მინი პროექტები

ნიჭიერ ბავშვთა გამოვლენა
მიზანი _ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მაშტაბით ნიჭიერ ბავშვების გამოვლენას და გამოფენის მოწყობას.
პროექტში მონაწილეობა მიიღო 14 სკოლის 100-მდე მოსწავლემ, მათ შორის კოხნარის #2 სკოლაპანსიონის 7 შშმ ბავშვი. ბავშვების მიერ წარმოდგენილი იქნა თავიანთი ხელით მომზადებული სახვადასხვა სახის ნამუშევრები. გამარჯვებული ბავშვები დაჯილდოვდნენ ფასიანი საჩუქრებით.
ბიუჯეტი _ 240 ლარი, 2006 წელი,
დაფინანსებულია _ საქაეღველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ (სსკგც)

ვიცხოვროთ სუფთა ჩოხატაურში
მიზანი ¬ ¬_ ჩოხატაურის დაბის ტერიტორიაზე ეკოლოგიურად მოუწესრიგებელი გარემოს დასუფთავების აქციის მოწყობა.
აქციაში ჩართული იყო 30 ეკო-კლუბის ბავშვი, ორგანიზაციის თანამშრომლები და ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლები. აქცია მიმდინარეობდა ერთი დღე და მოიცვა დაბის ცენტრალური ტერიტორია.
ბიუჯეტი _ 563 ლარი. 2006 წელი.
დაფინანსებულია _ (სსკგც)

ვიცხოვროთ მწვანე ჩოხატაურში
მიზანი ¬_ ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოს შექმნის ხელშეწყობა გამწვანების გზით. პროექტის ფარგლებში მოხდა 9 აპრილის სახელობის სკვერის გამწვანება.
ოზურგეთის სატყეო მეურნეობიდან მოტანილი იქნ  იქნა 10 ძირი კედკედარისა და 10 ძირი ნეკერჩხალის ნერგები.
ბიუჯეტი _ 230 ლარი. 2006 წელი.
დაფინანსებულია _ (სსკგც)

შორს ჩვენგან ტრეფიკინგი
მიზანი _ საჯარო სკოლების მოსწავლეების ინფორმირება ტრეფიკინგის შესახებდა მათი ჩაბმა ანტიტრეფიკინგულ
მოძრაობაში.
სემინარი ჩაუტარდა 4 მაღალმთიანი სოფლის  სკოლის მე-9, 10, 11 კლასის მოსწავლეებს.
 ( ზოტი; ზემოსურები; ვან-ზომ ლეთი  და ბუკისციხე).
ბიუჯეტი _ 370 ლარი. 2006 წელი
დაფინანსებულია _ (სსკგც)

ყველაზე ინტელექტუალი
მიზანი _ რაიონში არსებულ დაწესებულებეს შორის იტელექტუალური შეჯიბრების მოწყობა  დაყველაზე ინელექტუალიორგანიზაციიის გამოვლენა.
პროექტში მონაწილეობა მიიღო რაიონში არსებულმა 12 ორგანიზაციამ-დაწასებულებამ.
1. რაიონის ცენტრალური საავადყოფო;
2. მუნიციპალიტეტის საკრებულო;
3. მუნიციპალიტეტის გამგეობა;
4. სამოქალაქო რეესტრი სამსახურის ჩოხატაურის ფილიალი;
5. საგანმანათლებლო რესურსცენტრი;
6. რაიონული სასამართლო;
7. სოციალური დაზღვევის ფონდის ჩოხატაურის ფილიალი;
8. სახალხო ბანკის ჩოხატაურის ფილიალი;
9. საქართველოს გაერთისნებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის ჩოხატაურის ფილიალი;
10. ჩოხატაურის რაიონული პოლიცია;
11. ცენტრალური ბიბლიოთეკა;
 ბიუჯეტი: 360 ლარი. 2006 წელი
 დაფინანსებულია _ (სსკგც)

მხიარული სტარტები ბავშვებს
მიზანი _ ბავშვების გააქტიურება, გუნდური მუშაობის გამოცდილების შეძენა, მოხერხებულობისა და ინტელექტის გამოვლენა, ასევე მათში გაიზარდოს მიზნის მიღწევის სურვილი.
სტარტებში მონაწიელობდა ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლის 8, 9 10 კლასის 70 მოსწავლე.
თამაში ჩატარდა ჩოხატაურის სოფელ გორაში არსებულ ერისთავების ნაკრძალში.
ბიუჯეტი _ 140 ლარი 2007 წელი.
დაფინანსებულია _ (სსკგც)

ლიტერატურული საღამო
მიზანი: _ ლიტერატურული საღამო მოწყობა რაიონში არსებული სხვადასხვა ორგანიზაციების მონაწილეობით.
პროექტში მონაწილეობა მიიღეო ჩოხატაურში არსებულმა 7-მა ორგანიზაცია-დაწესებულებამ.
1.      ცენტრალური საავადმყოფო;
2.      მუნიციპალიტეტის საკრებულო;
3.      მუნიციპალიტეტის გამგეობა;
4.      რაიონის ბიბლიოთეკა;
5.      რაიონის რესურსცენტრი;
6.      მუსიკალური სკოლა;
7.      ადგილობრივი გაზეთი გურია NEWS

თითოეული გუნდი შეფასდა ნომინაციით:
     საუკეთესო ლექსი;
     საუკეთესო ჩანახატი;
     საუკეთესო ეპიზოდი (რომელიმე ნაწარმოებიდან);
     საუკეთესო სადღეგრძელო;
     საუკეთესო იუმორი;
     საუკეთესო სიმღერა.

ბიუჯეტი _ 340 ლარი. 2007 წელი
დაფინანსებულია _ (სსკგც)
ნუ მოვჭრით ნაძვის ხეებს
მიზანი: _ ჩოხატაურის რაიონში ნაძვის ხეების მოჭრისა და განადგურების შეძლებისდაგვარად შემცირება და საზოგადოებისთვის იმის შეხსენება თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისი დაცვა.
  • დაიბეჭდა ლიფლეტები და ბავშვების მიერ დამზადდა სპეციალური ტრანსპარანტები სხვადასხვა მოწოდებებით.
  • აქციაში მონაწილეობა მიიიღო 30-მდე ეკო კლუბის ბავშვმა.
ბიუჯეტი _ 152 ლარი. 2007 წლის დეკემბერში
დაფინანსებულია _ (სსკგც)

სასმელი ფანტანი მთის წყაროს წყლით
მიზანი: _ რაიონის ცენტრში სადაც განთავსებულია სხვადასხვა ორგანიზაცია დაწესებულებები და მრავალი ობიექტი, სადაც მოძრაობს უამრავი ადამიანი ხელმისაწვდომია სასმელი წყალი.
მოსარგებლეები: დღის მანძილზე წყლით სარგებლობს 200-მდე ადამიანი.
ბიუჯეტი _ 366 ლარი. 2008 წელი
დაფინანსებულია _ (სსკგც)


დამწყებ ბიზნესმენთა ინფორმაციული უზრუნველყოფა
მიზანი: _ ჩოხატაურში ბიზნეს გარემოსა და  სამუშაო სიტუაციის გაუმჯობესება, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებში ბიზნეს უნარ-ჩვევების განვითარებით.
  • პროექტის ფარგლებში ბიზნესის ადმინისტრირების დარგში ტრებინგი გაიარა 20 დაინტერესებულმა პირმა (ინდ/მეწარმემ).
  • პროექტის ფარგლებში მომზადდა 300 ცალი საინფორმაციო ბროშურა, რომელიც დარიგდა ადგილობრივ მოსახლეობაში.
ბიუჯეტი _ 495 ლარი. 2008 წელი
დაფინანსებულია _ (სსკგც)

ეკო-ინფო
მიზანი:  _ სკოლის მოსწავლეების ინფორმირება ეკოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით. მათი ცნობიერებისა და მოქალაქეობრივი დონის ამაღლება. ეკოლოგიური აზროვნების ჩამოყალიბება და დანერგვა ახალგაზრდებში
  • პროექტის ფარგლებში სამ მაღალ მთაიან სოფლის (ქვაბღა, ზოტი და ვანზომლეთი) საჯარო სკოლაში ჩატარდა ეკოლოგიურ პრობლემებზე საინფორმაციო სახის სემინარი.
  • გავრცელდა 500 ცალი 8 გვერდიანი გაზეთი დაბასა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 5 სოლფელში (ხიდისთავი, ერკეთი, შუაგანახლება, ხევი და კოხნარი).
 ბიუჯეტი _ 495 ლარი. 2009 წელი
დაფინანსებულია _ (სსკგც)

ბავშვები ჩვენი მომავალია
მიზანი:  _ კოხნარის #2 დამხმარე სკოლა-პანსიონის უნარშეზრუდული ბავშვების ინტეგრაცია თანატოლებში და საზოგადოებაში. მათი სხვადასხვა ღონისძიებებში ჩართულობითა და მონაწილეობით, ცნობიერების და განწყობილების შეცვლა, რადგან მათ თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნონ.
§         სკოლა-პანსიონის უნარშეზრუდული 20 ბავშვისა და ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლისა 10 ბავშვიშვის მიერ 2 დღის განმავლობაში ჩატარდა სხვადასვა სპორტული შეჯიბრებები, თამაშები და ექსკურსიები.
§         პრეოქტში მონაწილეობა მიიღო სულ ოცდაექვსმა ბავშვმა (16 სკოლა-პანსიონის მოსწავლე და 10 #1 საშუალო სკოლის მოსწავლე).
 ბიუჯეტი _ 474 ლარი. 2008 წელი
დაფინანსებულია _ (სსკგც)

საახალწლო კარნავალი
მიზანი:  _ ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ინტეგრაციას თავიანთ თანატოლებსა და საზოგადოებაში. ხელი შეუწყოს მათი შესაძლებლობების რეალიზება\წარმოჩენას.
პროექტის ფარგლებში მოეწყო ერთ დღიანი საახალწლო კარნავალი სადაც 10 ტიპიურ ბავშვებთან ერთად მონაწილეობდა 15 სხვადასხვა სკოლის შშმ ბავშვი.
ბიუჯეტი _ 806 ლარი. 2008 წელი
დაფინანსებულია _ (სსკგც)
დავეხმაროთ ბავშვებს
მიზანი: _  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში არსებულ 20 ბავშვს,  რომლებსაც აღენიშნებათ გონებრივი ჩამორჩენა _ დადგენილ, ან განახლებულ  იქნას მათი ოფიციალური დიაგნოზები და მიენიჭოთ შშმ..  სტატუსი.
პროექტის ფარგლებში მოწვეული იქნა ექსპერტი _ თბილისის მიხეილ ასათიანის სახელობის ფსიქიატრიულ-სამკურნალო კვლევით ცენტრიდან და ასევე ოზურგეთიდან ფსიქონევროლოგიური სამსახურიდან წარმომადგენელი, რომლებმაც ჩაატარეს 20 ბავშვის დიაგნოზირება სტატუსის დადგენის მიზნით. დიაგნოზირების შედეგად ბავშვებს მიენიჭათ შესაბამისი სტატუსი და დაენიშნებათ ყოველთვიური პენსია 77 ლარი;
ბიუჯეტი _ 440 ლარი. 2009 წელი.
დაფინანსებულია _ ჩოხატაურის მუნუციპალიტეტის გამგეობის მიერ

ჯანმრთელი თაობა ბედნიერი მომავალია”;
ეს პროექტი შედეგია პროექტის _ `განათლება ყველა ბავშვისთვის ხელმისწავდომი უნდა იყოს~ , რომელიც ერთობლივად განვახორციელეთ ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან ერთად.
მიზანი: _  ჩოხატაურის რაიონში ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვთა საკვებით უზრუნველყოფა მათი მომავალი ცხოვრების და ჯანმრთელობის  გაუმჯობესებისათვის.
  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 4 ბავშვს, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ყოველწლიუტად გამოეყოფა 8000 ლარი სპეციალური ცილაგამოცლილი საკვების შესაძენად
2008 წელი.
დაფინანსდა ჩოხატაურის მუნუციპალიტეტის გამგეობის მიერ

წარსული ჩვენი მომავალია
მიზანი:  _ ჩოხატაურის რაიონის გამოჩენილ და საზოგადო მოღვაწეთა, ქვეყნის წინაშე გაწეულის ღვაწლის, ამაგისა და თავდადების გაცნობა, საზოგადოების ფართო მასებისათვის მათი ცხოვრებისა და საქმიანობების პოპულარიზაციის გზით.
  • ჩოხატაურის რაიონის გამოჩენილ და საზოგადო მოღვაწეებზე დაიბეჭდა 700 ცალი წიგნი ჩოხატაურის რაიონის საზოგადო მოღვაწეების შესახებ
  • ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 7 საჯარო სკოლის 80-მა მოსწავლემ მონაწილეობა მიიღო ანა კალანდაძისა და ნოდარ დუმბაზის შემოქმედებით მხატვრულ კონკურშსი
ბიუჯეტი _ 1891 ლარი. 2009 წელი

გამოარჩიე ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი
მიზანი:  _ საზოგადოების ინფორმირება და მათი ცნობიერების ამაღლება სამომხმარებლო ბაზარზე არსებული საკვებ პროდუქტებში დანამატების (ემულგატორები, კონსერვანტები, საღებავები) არსებობის შესახებ, რომელიც ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას.
  • სემინარი მოისმინა 10 სხვადასხვა სკოლის 300-მა მოსწავლე და 40 მშობელმა
  • დაიბეჭდა 300 ცალი ფერადი ტრიფლეტი
  • მომზადდა საგაზეთო სტატია, რითაც ინფორმაცია მიიღო 2700-მა მაცხოვრებელმა
ბიუჯეტი _ 768 ლარი. 2010 წელი
დაფინანსებულია _ (სსკგც)
პრევენცია _ აივ ვირუსის,  პრევენცია B და C ჰეპატიტის
მიზანი:  _ ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტში საზოგადოების ინფორმირებას და მათი ცნობიერების ამაღლებას ინფექციით გადამდებ დაავადებებზე (აივ ინფექცია, B, C ჰეპატიტები).
  • ტრენინგი ჩაუტარდა რაიონში და სოფლებში არსებული სილამაზის სალონებისა და სტომატოლოგიური კაბინეტების პერსონალთ, მომხმარებელთა და ახალხაზრდა თაობის წარმომადგენელთ დაახლოებით 40 ადამიანს.
  • გამოიცა 300 ცალი ფერადი ტრიპლეტი ინფექციით გადამდებ დაავადებებზე (აივ ინფექცია B, ჰეპატიტები).
  • აღნიშნულ თემაზე საგაზეთო სტატია დაიბეჭდა  ადგილობრივ გაზეთში რითაც ინფორმაცია მიიღო 2700-ზე მეტმა ადამიანმა.
ბიუჯეტი _ 862 ლარი. 2010 წელი
დაფინანსებულია _ (სსკგც)