შესახებ


ოთხმოცი-ოთხმოცდაათიანი წლეების ბოლოს, საქართველოში არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების ჩამოყალიბების, აქტიური პროცესი დაიწყო. აღნიშნულ სიახლე ჩოხატაურის რეალობაშიც  აისახა, მხოლოდ იმ განსხვავებით რომ, აქ არასამთავრობო ორგანიზაციების ფორმირება სპონტანური და მოკლევადიანი ხასიათის იყო.

2005 წელი,  გაჩნდა იდეა, დაფუძნებულიყო ქმედითუნარიანი არასამთავრობო ორგანიზაცია.…

- სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის, ორი ათეული ახალგაზრდა შეიკრა გუნდად: მოაწყო შეხვედრები, დასვა საკითხები, გაჩნდა იდეები. გამოიკვეთა პრობლემები, რომლის მოგვარებაზე ზრუნვა, შემდგომში ორგანიზაციის საქმიანობის ძირითად მიმართულებად იქცა.

- ახლადჩამოყალიბებულ გუნდს პროექტების წერასა და ფონდებთან ურთიერთობაში, დონორების მოძიებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნაში, აქტიური დახმარება გაუწია ა/ო საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა.

- მათთან გრძელვადიანმა თანამშრომლობამ,  პრობლემები თანდათან შეამცირა, გუნდს შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება შესძინა არსებობისათვის.

- 2006 წლის აპრილში, აღნიშნული გუნდი ჩამოყალიბდა, ახალგაზრდული პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციად.
 - ”ახალგაზრდული ცენტრი პროგრესი”.

- დაიწყო მცირე, მაგრამ საინტერესო პროექტების წერა და ფინანსების მოძიება. ეტაპობრივად განხორციელდა სხვადასხვა შინაარსის მოკლე და გრძელვადიანი პროექტები.

- პროექტებმა: შემეცნებითმა, უფასო კომპიუტერულმა კურსებმა, ინტერნეტით მომსახურეობამ არასამთავრობო ორგანიზაცია ”პროგრესი” რაიონში თანდათან ცნობადი სახე გახადა.

- მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან ორგანიზაციის კონსტრუქციული და პარტნიორული ურთიერთობა, გამოიხატა ერთობლივი პროექტების გახორციელებით.

- რეგიონისა და ქვეყნოს მასშტაბით არასამთავრობო ორგანიზაციებთან კავშირებმა, “პროგრესი” თანამშრომლობის სხვადასხვა კუალიციურ ქსელში გააწევრიანა.

- ადგილობრივი კონტაქტების გაღრმავებამ ორგანიზაციას საშუალება მისცა ემეგობრა და ეთანამშრომლა რესპუბლიკის გარეთ  არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მათთან ერთად განეხორციელებინა გაცვლითი, თუ ერთობლივი პროექტები. (ლიტვა, მოლდავეთი, პოლონეთი)

- დასასრულს დავსძენთ, რომ ამ ხნის განმავლობაში ორგანიზაციამ დააგროვა გარკვეული ცოდნა და გამოცდილება, შეიძინა მეგობრები და პარტნიორები და მათთან ერთად, მათი გვერდში დგომით ცდილობს აკეთოს საქმე, რომელიც ჩვენ საზოგადოებას ჩვენს რეგიონს ესაჭიროება.