მისია და მიზნები


მისია
ჩვენ გვსურს განვითარებული ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, სადაც მოსახლეობა ცხოვრობს ჯანსაღ გარემოში და ყველა მოქალაქეს აქვს განვითარების, თვითრეალიზაციის, თანაბარი პირობები და შესაძლებლობები.
   ამისთვის, ორგანიზაცია მიზნად ისახავს მოსახლეობის, მათ შორის სოციალურად დაუცველი ფენების ცხოვრების დონის გაუმჯობესებას და ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, მათი ინფორმაციული უზრუნველყოფით, არაფორმალური განათლებითა და ინტერესების დაცვით.
     ჩვენ გვჯერა საქმისადმი ერთგულებით, სხვადასხვა სექტორებთან ეფექტური თანამშრომლობით და სამართლიანობის პრინციპების გატარებით შევძლებთ მისიის რეალიზებას
  
ორგანიზაციის სტრატეგიული მიზანი
საზოგადოებისა და ახალგაზრდების ინფორმაციული უზრუნველყოფით და არაფორმალური განათლებით, მოვახდინოთ მოსახლეობის სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და დავიცვათ სოციალურად დაუცველი ფენების ინტერესები

ამოცანები 

ამოცანა 1
სოციალურად დაუცველი ფენების მათ შორის შშმ პირების ინტერესები მიწოდებულია შესაბამის სახელისუფლებო სტრუქტურებში და გათვალისწინებულია გადაწყვეტილების მიღების პროცესში
ამოცანა 2
მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისათვის შექმნილია პიროვნული განვითარების და არაფორმალური განათლების მიღების პირობები
ამოცანა 3
ორგანიზაციას უფრო ფართოდ იცნობს საზოგადოება, მოპოვებული აქვს აღიარება სხვადასხვა სექტორებიდან და მისი შემოსავლები სხავდასხვა წყაროებიდან გაზრდილია